სამშაბათი, მარტი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„19 მარტიდან ამინდი მკვეთრად შეიცვლება!“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება

„19 მარტიდან ამინდი მკვეთრად შეიცვლება!“ – მეტეოროლოგის გაფრთხილება

19 მარტიდან ამინდი მკვეთრად შეიცვლება, არასეზონურ სიცხეს – საპირისპიროდ, არასეზონური სიცივე ჩაანაცვლებს, დაბლობსა და ბარში გვექნება სახეზე ტემპერატურის დიდი შუალედი +30 დან ქვემოთ +5 გრადუსამდე, იწვიმებს ყველგან, მთაში ისევ გათოვდება, – ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე წერს.

„ბოლო დღეებში, რბილად რომ ვთქვათ, ამინდი ძალზედ დატვირთული და დინამიურია, რაც განპირობებულია იმ დიდი მოძრაობებით, რომლებიც ხდება ნახევარსფეროს დონეზე და რომელიც განსაკუთრებით საყურადღებოა ამ პერიოდში.

როგორც ხშირად ხდება, ერთ სეზონსა და მეორე სეზონს შორის გადასვლის კვირებში, აღმოვჩნდებით ამინდის მკვეთრი ცვლილებების პერიოდში: ამჟამად, ორმა დიდმა მეტეოროლოგიურმა ფიგურამ დაიწყო ერთმანეთის გამოწვევა ბრძოლაში, რომელსაც ამ დროისთვის არც გამარჯვებული ჰყავს და არც დამარცხებული; ერთის მხრივ, გვაქვს ცივი და არასტაბილური დინება ჩრდილოეთიდან, მეორეს მხრივ, არის პირველი აფრიკული ალი, რომელიც ნაწილობრივ ვრცელდება კიდეც და ამიტომაც ბათუმში მაქსიმალური ტემპერატურა +31 გრადუსი დაფიქსირდა, ზოგადად ცხელა მთელს ქვეყანაში.

მეტეო რუკების უახლესი განახლებების თანახმად, 19 მარტიდან ამინდი მკვეთრად შეიცვლება, არასეზონურ სიცხეს – საპირისპიროდ, არასეზონური სიცივე ჩაანაცვლებს, დაბლობსა და ბარში გვექნება სახეზე ტემპერატურის დიდი შუალედი +30-დან ქვემოთ +5 გრადუსამდე, იწვიმებს ყველგან, მთაში ისევ გათოვდება.

ამჟამად არსებული მდინარეებში წყლის დონის მაღალი ნიშნულის გამო, შესაძლოა, ცალკეულ რეგიონებში ნაპირის წარეცხვა, ასევე მთიან ზონაში მეწყრული პროცესების განვითარება. ვისურვებ მარტის ამ ჭირვეულობამ მშვდობიანად ჩაიაროს“, – წერს მეტეოროლოგი.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

მარტი 17, 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მარტი 17, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

მარტი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

მარტი 17, 2025
როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

მარტი 17, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

მარტი 17, 2025
Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

მარტი 17, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი