13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან 10 წელი გავიდა. ეს დღე თბილისის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტრაგედიად დარჩა.
2015 წლის 13 ივნისს, ღამით მომხდარმა ძლიერმა წვიმამ და მეწყრულმა პროცესებმა ვერეს ხეობის ნაწილი გაანადგურა. წყლის ნაკადმა გადმოლახა ხეობა, დატბორა სვანიძის ქუჩა, მარჯანიშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორია და ზოოპარკი. სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, ასეულობით თბილისელი დარჩა სახლის და ქონების გარეშე.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია