ჰოლივუდის რეჟისორი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. მან Netflix-გან 11 მილიონი დოლარი მიიღო შოუსთვის, რომელიც ეთერში არ გასულა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ჰოლივუდის რეჟისორი და სცენარისტი კარლ ერიკ რინში თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. მან Netflix-გან 11 მილიონი დოლარი მიიღო მეცნიერულ-ფანტასტიკური შოუსთვის, რომელიც ეთერში არ გასულა. ინფორმაციას AP-ი ავრცელებს.

შოუს კეთების ნაცვლად 47 წლის რინში კრიპტოვალუტისა და ძვირადღირებული ნივთების შეძენით იყო დაკავებული. 3,8 მილიონი დოლარი მან ანტიკვარიატსა და ავეჯში დახარჯა, 652 000 დოლარი კი – ტანსაცმელსა და საათებში. 2,4 მილიონი დოლარით მან ხუთი Rolls-Royce-ი და ერთი Ferrari-ი შეიძინა.

პროკურორების თქმით, Netflix-მა რინშს შოუსთვის თავიდან 44 მილიონი დოლარი გამოუყო, თუმცა შემდეგ რეჟისორმა განაცხადა, რომ კიდევ 11 მილიონი დოლარი სჭირდებოდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ჰოლივუდის რეჟისორი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. მან Netflix-გან 11 მილიონი დოლარი მიიღო შოუსთვის, რომელიც ეთერში არ გასულა. 20 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჰოლივუდის-რეჟისორი-თაღლი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi