ჯოკოვიჩის დაარსებულმა ორგანიზაციამ საერთაშორისო საჩოგბურთო ფედერაციებს სასამართლოში უჩივლა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (PTPA) და 22-მა ჩოგბურთელმა სარჩელი შეიტანა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP), ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA), ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (ITF) და ჩოგბურთში პატიოსანი თამაშის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (ITIA) წინააღმდეგ, – იტყობინება ტელეკომპანია ESPN.

„ჩოგბურთი დაზიანებულია. გლამურული ფასადის მიღმა, მოთამაშეები უსამართლო სისტემის ხაფანგში იმყოფებიან. ეს სისტემა მათი ნიჭის ექსპლუატაციას ეწევა, ახშობს მათ შესაძლებლობებს თანხების გამომუშავებაზე, ასევე საფრთხის წინაშე აყენებს მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა PTPA-ს დირექტორმა აჰმად ნასარმა.

სარჩელი შეტანილია დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საოლქო სასამართლოებში.

იმ მოთამაშეებს შორის, რომლებმაც სასამართლოს მიმართეს, არიან PTPA-ს თანადამფუძნებელი და წყვილებში უიმბლდონის ჩემპიონი ვაშეკ პოსპიშილი, უიმბლდონის ფინალისტი ნიკ კირგიოსი, ასევე რაილი ოპელკა, კორენტენ მუტე და სორანა კირსტეა.

- Advertisement -
Ad imageAd image

სარჩელში წერია, რომ ATP, WTA, ITF და ITIA ხელს უშლიან მოთამაშეთა შემოსავლის ზრდას, არ ზრუნავენ მათ კეთილდღეობაზე, წელავენ სეზონს და ქმნიან არაადეკვატურ პირობებს ტურნირებზე და მატჩების დროს.

პოსპიშილმა, რომელმაც PTPA 2020 წელს „დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონთან ნოვაკ ჯოკოვიჩთან ერთად დააარსა, განაცხადა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ შარშან ფიქრობდა სარჩელის შეტანას, რადგან იგრძნო, რომ წამყვანი საჩოგბურთო ფედერაციები სერიოზულად არ იღებენ მოთამაშეთა პრეტენზიებს და მათზე სათანადოდ არ რეაგირებენ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ჯოკოვიჩის დაარსებულმა ორგანიზაციამ საერთაშორისო საჩოგბურთო ფედერაციებს სასამართლოში უჩივლა. 20 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჯოკოვიჩის-დაარსებულმა-ორ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi