თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში რუსეთის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო – გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სასტუმროს ნომერში ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა, დილით კი გარდაცვლილი იპოვეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის 2003 წელს დაბადებული ა.კ. -ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც უწყეაში განაცხადეს, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

„გამოძიების პირველ ეტაპზე დგინდება, რომ ახალგაზრდა ქალი საქართველოში, მიმდინარე წლის 16 მარტს ჩამოფრინდა, რის შემდეგაც დედაქალაქში მდებარე სასტუმროში დაბინავდა. ა.კ.-ს თანმხლები პირის გადმოცემით, მან და ახალგაზრდა ქალმა, სასტუმროს ნომერში ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ მოიხმარეს. დილის საათებში კი მამაკაცმა ა.კ. გარდაცვლილ მდგომარეობაში აღმოაჩინა. ცხედარს რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ა.კ. – ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, გამოძიების ფარგლებში დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზა“, – განაცხადეს შსს-ში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში რუსეთის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო – გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სასტუმროს ნომერში ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა, დილით კი გარდაცვლილი იპოვეს. 23 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისის-ერთ-ერთ-სასტუმრ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi