შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიჰოლივუდის რეჟისორი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. მან Netflix-გან 11 მილიონი დოლარი მიიღო შოუსთვის,...

ჰოლივუდის რეჟისორი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. მან Netflix-გან 11 მილიონი დოლარი მიიღო შოუსთვის, რომელიც ეთერში არ გასულა

ჰოლივუდის რეჟისორი და სცენარისტი კარლ ერიკ რინში თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. მან Netflix-გან 11 მილიონი დოლარი მიიღო მეცნიერულ-ფანტასტიკური შოუსთვის, რომელიც ეთერში არ გასულა. ინფორმაციას AP-ი ავრცელებს.

შოუს კეთების ნაცვლად 47 წლის რინში კრიპტოვალუტისა და ძვირადღირებული ნივთების შეძენით იყო დაკავებული. 3,8 მილიონი დოლარი მან ანტიკვარიატსა და ავეჯში დახარჯა, 652 000 დოლარი კი – ტანსაცმელსა და საათებში. 2,4 მილიონი დოლარით მან ხუთი Rolls-Royce-ი და ერთი Ferrari-ი შეიძინა.

პროკურორების თქმით, Netflix-მა რინშს შოუსთვის თავიდან 44 მილიონი დოლარი გამოუყო, თუმცა შემდეგ რეჟისორმა განაცხადა, რომ კიდევ 11 მილიონი დოლარი სჭირდებოდა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ბიჭო, კუთხეები ჰქონდა ჩატეხილი... - შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, რომლის შედეგად 22 ადამიანი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი