ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ჰამასმა“ 20-ვე ცოცხალი მძევალი გაათავისუფლა

„ჰამასმა“ 20-ვე ცოცხალი მძევალი გაათავისუფლა

„ჰამასმა“ 20-ვე გადარჩენილი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ეს ორ ეტაპად მოხდა. თავიდან „ჰამასმა“ წითელ ჯვარს 7 მძევალი გადასცა, შემდეგ კი დარჩენილი 13. ისრაელის მხარისთვის გადაცემის შემდეგ მძევლები სამედიცინო შემოწმებას გადიან, მერე კი ახლობლებს ხვდებიან.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე გათავისუფლებულის ფოტოც გამოაქვეყნეს.

შემდეგ ეტაპზე ისრაელში ტყვეობაში დაღუპული 27 მძევლის ცხედარს მიიღებენ. ისრაელს ასევე გადაეცემა 2014 წელს მოკლული ჯარისკაცის ნეშტი.

შეთანხმების მომდევნო ეტაპი ისრაელში მყოფი პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ციხეებიდან 2 ათასამდე პალესტინელს გაუშვებენ.

  უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციას მთავრობა საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი