ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიო„ჰამასთან“ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ისრაელმა დამატებით 183 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა

„ჰამასთან“ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ისრაელმა დამატებით 183 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ისრაელმა დამატებით 183 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

პატიმრები უკვე რამალაში იმყოფებიან, სადაც მათ საზეიმოდ დახვდნენ.

გათავისუფლებულებს შორის 70-ზე მეტი პირია, რომელიც უვადო ან გრძელვადიან სასჯელს იხდიდა, ხოლო 111 პატიმარი ისრაელმა ომის პერიოდში დააკავა.

როგორც „ბიბისი“ წერს, შვიდი ყოფილი პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

მანამდე „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა, რომლებიც ამჟამად ისრაელში, საავადმყოფოში იმყოფებიან.

ცეცხლის შეწყვეტის დაწყებიდან, 19 იანვრის შემდეგ სულ 21 მძევალი და 566 პატიმარია გათავისუფლებული.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს 300 000 პრეზერვატივს დაურიგებენ
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი