პარასკევი, ივლისი 4, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ჯერ ლიკა შეეწირა ლევანის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას, შემდეგ უკვე ლევანმაც აღარ ინება...

„ჯერ ლიკა შეეწირა ლევანის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას, შემდეგ უკვე ლევანმაც აღარ ინება სიცოცხლის გაგრძელება..შეხვდებიან ერთმანეთს სამოთხეში, წამებული და ერთმანეთისთვის თავდადებული და-ძმა“

ბიზნესმენი ლევან პირველი გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„ხანგრძლივი და უმძიმესი ავადმყოფობის შემდეგ, დღეს გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი ლევან პირველი…

უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ლევანის და მისი დის, ლიკას ოჯახებში ამ ბოლო სამი თვის განმავლობაში…

ჯერ ლიკა შეეწირა ლევანის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას, შემდეგ უკვე ლევანმაც რეალურად აღარ ინება სიცოცხლის გაგრძელება და დღეს დამთავრდა მისი ამქვეყნიური ყოფნაც…

ნათელში დაუმკვიდრებს ლევანის მოუსვენარ სულს უფალი…

იმედია, შეხვდებიან ერთმანეთს სამოთხეში, წამებული და ერთმანეთისთვის თავდადებული და-ძმა…“, – წერს მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ლევან პირველი მძიმე სენს ებრძოდა.

რამდენიმე თვის წინ მისი და, ლიკა პირველი გარდაიცვალა. ლიკამ ძმას ღვიძლი გადაუნერგა, რის შემდეგაც თრომბი განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ცნობილია, ისრაელში, ტერაქტის დროს გარდაცვლილი ქართველის ვინაობა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი