ეს არ არის უბრალოდ გზა —ეს არის მადლობა, სიყვარული და დაუღალავი რწმენა – “20 წელი ელოდა ამ დღეს… ჰქონდა პირობა – თუ ოდესმე შვილი ეყოლებოდა, თბილისიდან მარტვილამდე ფეხით ჩავიდოდა… 5 დღე იარა…”

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

eklesianews.ge ერთი ოჯახის ამბავს აქვეყნეს წაჩხურობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ იყო.

  • ყოველწლიურად, აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს, ბევრი უშვილო წყვილი აკვნებითა და თოჯინებით ხელში მიდის მარტვილში, წაჩხურუს მთავარანგელოზის ეკლესიაში. ასობით უშვილო წყვილი წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიამდე საკმაოდ გრძელ გზას გადის, ტაძარში მიდის და ღმერთს შვილს სთხოვს. თან კი იმედის სიმბოლო, აკვანიც მიაქვთ.

“ზოგი ოცნება წლებს ითვლის… ზოგ სიხარულს კი სიტყვებიც ვერ იტევს. 20 წელი ელოდა ამ დღეს… ჰქონდა ერთი პირობა — თუ ოდესმე შვილი ეყოლებოდა, თბილისიდან მარტვილამდე ფეხით ჩავიდოდა. და როცა ცხოვრებამ ყველაზე დიდი ბედნიერება — შვილი აჩუქა, მან თავისი სიტყვა სიყვარულითა და რწმენით შეასრულა. 5 დღის განმავლობაში ეს გზა ფეხით გაიარა… ეს უბრალოდ მანძილი არ არის — ეს არის მადლიერება, უპირობო სიყვარული და ძლიერი რწმენა”, – წერს eklesianews.ge .

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ეს არ არის უბრალოდ გზა —ეს არის მადლობა, სიყვარული და დაუღალავი რწმენა – “20 წელი ელოდა ამ დღეს… ჰქონდა პირობა – თუ ოდესმე შვილი ეყოლებოდა, თბილისიდან მარტვილამდე ფეხით ჩავიდოდა… 5 დღე იარა…”. 17 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ეს-არ-არის-უბრალოდ-გზა-ეს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi