ჯარისთვის ჯაშუში ტარაკნების შექმნაზე მუშაობენ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გერმანული IT-სტარტაპი ჯარისთვის ჯაშუში ტარაკნების შექმნაზე მუშაობს.

კომპანია Swarm Biotactics ტაქტიკური ბიორობოტების შესაძლებლობებს სწავლობს და მათი საბრძოლო მოქმედებების, განაღმვითი და სამაშველო ოპერაციების დროს გამოყენებას სთავაზობს.

მწერის, მაგალითად ტარაკნის ზურგზე მიკროჩიპების დაყენებას გეგმავენ, რომლებიც მონაცემებს რეალურ დროში გადასცემენ. ტარაკნების მართვას კი ნეირონული სიმულაციის სისტემა უზრუნველყოფს. როგორც ფირმის წარმომადგენელმა შტეფან ვილჰელმმა Reuters-ს განუცხადა, შესაძლებელია როგორც ცალკეული მწერის, ასევე მთელი გუნდის მართვა.

Reuters-ი ასევე აღნიშნავს, რომ ახლა გერმანიაში სამხედრო გამოგონებების ბუმია და ყოველდღიურად ბუნდესვერში 20-30 ტექნიკურ იდეას აგზავნიან.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ჯარისთვის ჯაშუში ტარაკნების შექმნაზე მუშაობენ. 24 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჯარისთვის-ჯაშუში-ტარაკნე/

  კონკურსში 16 ციყვი იღებდა მონაწილეობას - ტეხასში მსუქანი ციყვების კვირა ჩატარდა🐿️
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi