“მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” ხუთშაბათობით კვლავ გიამბობთ საქართველოს უძველესი მარნების შესახებ.
ჯანდიერების კოშკმარანი
ნატეხი ქვით ნაგები XVIII საუკუნის კოშკური ტიპის საცხოვრებელი სახლი მარნით, ქალაქ ახმეტაში განაპირა ადგილას დგას. თავის დროზე ის ჯანდიერების საკუთრება ყოფილა და დღემდე მას ჯანდიერების კოშკად მოიხსენიებენ.
კოშკის პირველ სართულზე მარანი იყო მის ერთ ნაწილში ქვევრები ჩაუფლავთ, მეორეში კი ქვიტკირის საწნეხელიდან ღარის მეშვეობით ყურძნის ტკბილი პირდაპირ ქვევრებში ჩაედინებოდა.
ჯანდიერების კოშკის მეოთხე სართულზე ერთგვარი საბრძოლო ბაქანი ყოფილა, წყაროების მიხედვით 1950 წელს როცა კოშკის რებილიტაცია მომხდარა, ბაქანი სხვენად გადაუკეთებიათ. აღსანიშნავია რომ ჯანდიერების კოშკში სათოფურებს მრავლად შეხვდებით.
ამჟამად ძეგლი მძიმე მდგომარეობაშია, სახურავი ჩანგრეულია და ბუნებრივი პროცესები არა მხოლოდ კოშკის კედლებს არამედ ჯერ კიდევ შემონახულ საწნახელსაც უქმნის საფრთხეს.
ელდარ ჭიჭიაშვილის ფოტოები



