37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან!
9 აპრილი დიდი ტრაგედიისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან. თარიღი, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია განსაზღვრა და რომელიც ქვეყნისთვის, ერთდროულად, გლოვისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.
რუსთველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან დილიდან იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ეროვნული მოძრაობის მონაწილეები და დაღუპულთა ახლობლები.
9 აპრილის მოვლენების მონაწილის, ლელა ვეფხვაძის განცხადებით, მისთვის 9 აპრილი ყველაფერი, რაც მას სულს უკაწრავს და უხალისებს.
“გამოცხადდა, რომ სანთლები აგვენთო, სანთლებით და ლოცვით შევხვედროდით ტანკებს, როლებიც რუსთაველზე შემოვიდა. 9 აპრილი არის ყველაფერი – ჩემთვის 9 აპრილი არის ტკივილი, ერთიანობა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩემთვის 9 აპრილი არის ყველაფერი, რაც მე სულს მიკაწრავს და მიხალისებს”, – აცხადებს ლელა ვეფხვაძემ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). „9 აპრილი არის ყველაფერი – ჩემთვის 9 აპრილი არის ტკივილი, ერთიანობა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩემთვის 9 აპრილი არის ყველაფერი, რაც მე სულს მიკაწრავს და მიხალისებს” – ლელა ვეფხვაძე. 9 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/9-აპრილი-არის-ყველაფერი-ჩ/
