Walker S1 წარმოადგენს 172 სმ სიმაღლისა და 76 კგ წონის ჰუმანოიდ რობოტს. ის გადაადგილდება 0.83 მ/წმ სიჩქარით, შეუძლია კიბეებზე ასვლა და ერთი ხელით 15 კგ-მდე ტვირთის აწევა. მაგრამ რობოტს არ გააჩნია „კუნთოვანი მეხსიერება“ ან ინტუიცია ადამიანისგან განსხვავებით, რომელიც გამოცდილებასა და ინსტინქტებს ეყრდნობა, რობოტი სრულად არის დამოკიდებული ალგორითმებზე. ეფექტური სწავლებისთვის აუცილებელია მოწყობილობის სახსრების მოძრაობის დინამიკისა და გარემოს ვიზუალური ინტერპრეტაციის ზუსტი ანალიზი, რაც ინსტრუქტორებს მართვის მეთოდების დახვეწის საშუალებას აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ Walker S1 განვითარების ადრეულ ეტაპზეა, მისი ეტაპობრივი ინტეგრაცია მიზნად ისახავს ტრადიციული წარმოების ტრანსფორმაციას.
Dongfeng Liuzhou Motor-ის გენერალური დირექტორი ლინ ჩანბო რობოტებს „შეგირდებს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ კომპანია მათგან ეფექტურობის ზრდას, ხარჯების შემცირებასა და ფიზიკურად მძიმე ან საშიშო სამუშაოების შესრულებას მოელის.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, სამრეწველო ჰუმანოიდი რობოტის ფასი 40-დან 50 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს, მაშინ როცა ჩინეთში კვალიფიციური მუშის საშუალო წლიური ანაზღაურება ავტოინდუსტრიაში, დაახლოებით, 180 000 იუანია (26 ათასი აშშ დოლარი).
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ჩინეთის ერთ-ერთ სააავტომობილო ქარხანაში 120 ჰუმანოიდი რობოტი სტაჟირებას გადის. 8 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩინეთის-ერთ-ერთ-სააავტომ/
