კვირა, მარტი 29, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაასი ათასობით ადამიანი სიყვარულმა და გლოვამ გააერთიანა - ხულოს საკრებულომ სამების საკათედრო...

ასი ათასობით ადამიანი სიყვარულმა და გლოვამ გააერთიანა – ხულოს საკრებულომ სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგეს ილია II-ის ხსოვნას – რელიგიის ნამდვილი არსი სწორედ აქ იკვეთება, არა გაყოფაში, არამედ ერთმანეთის ტკივილის გაზიარებაში, თანადგომასა და გულწრფელ ზრუნვაში. ასეთი მომენტები გვახსენებს, რომ ყველაზე მაღლა დგას სიყვარული და ადამიანობა მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რიგითმა მართლმადიდებელმა!

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარემ რენარ ბოლქვაძემ და საკრებულოს წევრებმა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის რენარ ბოლქვაძის განცხადებით, უწმინდესი ათწლეულების განმავლობაში იყო ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის სულიერი საყრდენი.

„ილია მე­ო­რეს გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და ჩვე­ნი სამ­შობ­ლო. უწმინდესი ათწლეულების განმავლობაში იყო ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის სულიერი საყრდენი. ასი ათასობით ადამიანი სიყვარულმა და გლოვამ გააერთიანა“ – აღნიშნა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯუმბერ დიმიტრაძე ამბობს, რომ ილია მეორე იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის ზაურ გობაძის თქმით, პატრიარქის ღვაწლი განუზომელია, როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის წინაშე.

„უწმინდესი ათწლეულების განმავლობაში იყო ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის სულიერი საყრდენი. მეტს იმსახურებდა ილია მეორე, ის ყველას პატრიარქი იყო. პატივს ვცემდით. ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის. მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს სულიერი ერთიანობის, რწმენის განმტკიცებისა და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაში. მისი ღვაწლი განუზომელია, როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის წინაშე. ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას სათავეში თითქმის ნახევარი საუკუნე, 49 წელი ედგა. უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის“ – განაცხადა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ზაურ გობაძემ.

„ოპონენტების რიტორიკა ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება“ - ზაურ გობაძე, „ხალხის ძალის“ მაჟორიტარი დეპუტატი ხულოდან

ხულოს საკრებულომ სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას.

ხულოდან დედაქალაქამდე მგზავრობა 9 საათს გაგრძელდა, ტაძარში შესასვლელად კი ღამის განმავლობაში, დაახლოებით 8 საათის განმავლობაში, რიგში ყოფნა მოუწიათ. მთელი ღამის განმავლობაში ხალხმრავლობა იყო სამების ტაძართან.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი საქმიანობა წლების განმავლობაში უკავშირდება როგორც რელიგიურ, ასევე სოციალურ პროცესებს.

საქართველოში ეკლესიის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მაღალია, რაც აისახება მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობაში რელიგიურ ღონისძიებებში.

  „ორფოლოს“ საწვრთნელ ცენტრში ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დასრულდა (ვიდეო)

ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში ასახავს რეგიონული საზოგადოების მონაწილეობას რელიგიურ და საზოგადოებრივ პროცესებში.

მრავალსაათიანი მგზავრობა და რიგში დგომა მიუთითებს ღონისძიების მასშტაბსა და მონაწილეთა რაოდენობაზე.

მომხდარი შეიძლება განიხილებოდეს როგორც საზოგადოების ნაწილის მხრიდან რელიგიური ლიდერისადმი პატივისცემის გამოხატვის მაგალითი, რომელიც ასახავს არსებული სოციალური და კულტურული პრაქტიკების გაგრძელებას.

გთავაზობთ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის ზაურ გობაძის მეგობრის პოტს:

„ხულოდან თბილისამდე 9 საათი მგზავრობა. სამების ტაძრამდე მისასვლელად მთელი ღამე ( 8 საათის განმავლობაში) რიგში ყოფნა და თბილისიდან ხულომდე ისევ 9 საათი მგზავრობა,
Renar Bolkvadze Jumber Dimitradze Zauri Gobadze ხულოს საკრებულომ პატივი მიაგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს!
Zauri Gobadze -ს ტელეფონით ვესაუბრე. ვუთხარი, რომ გაოცებული და ძალიან მადლიერი ვარ. მითხრა: -” მეტს იმსახურებდა ილია მეორე, ის ყველას პატრიარქი იყო. პატივს ვცემდით. ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის”.
ეს უბრალო ჟესტი არ არის, ეს არის ღრმა ადამიანურობის, პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვა.
რელიგიის ნამდვილი არსი სწორედ აქ იკვეთება, არა გაყოფაში, არამედ ერთმანეთის ტკივილის გაზიარებაში, თანადგომასა და გულწრფელ ზრუნვაში.
ასეთი მომენტები გვახსენებს, რომ ყველაზე მაღლა დგას სიყვარული და ადამიანობა
მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რიგითმა მართლმადიდებელმა!
ეს ერთიანობა ანდერძია, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა
დაუტოვა საკუთარ ხალხს.“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი