პარასკევი, მაისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ხმით ვტიროდი და მაყურებელს ბოდიშიც მოვუხადე ჩემი ემოციებისთვის“ – ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი...

„ხმით ვტიროდი და მაყურებელს ბოდიშიც მოვუხადე ჩემი ემოციებისთვის“ – ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი ყველაზე ემოციურ პირდაპირ ჩართვას იხსენებს

ჟურნალისტმა, ქეთა ციცქიშვილმა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრობისას პროფესიულ ნაწილში არსებულ სირთულეებზე ისაუბრა, კონკრეტულად, ის დღეები გაიხსენა, როდესაც საინფორმაციო გამოშვებებში ჩართვისას ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა.

„ემოციები ვერ გავაკონტროლე ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დღეს, რაც ვფიქრობ, მაყურებლისთვისაც გასაგები იყო. გამოსვენების დღეს, ლექსოს სახლთან ვიდექით, მითხრეს – პირდაპირ ეთერში ხარ და ზუსტად, ამ მომენტში გამოასვენეს ლექსო.. ის არ იყო მხოლოდ კოლეგა, წლების განმავლობაში ჩვენი, ყველას მეგობარი იყო..

რამდენიმე წუთი ხმით ვტიროდი და მაყურებელს ბოდიშიც მოვუხადე მაშინვე, ჩემი ემოციებისთვის.. სიუჟეტს ვერ ვუყურე.

ეთერში კომენტარების გასვლისას, დაახლოებით, ოთხი წუთი ვტიროდი, რათა ეთერში გასვლის დროს, ხმა დაწყნარებული მქონოდა“, – აღნიშნა ქეთა ციცქიშვილმა.

ლექსო ლაშქარავა, რომელიც „პირველის“ ოპერატორი იყო, 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, ლექსო ლაშქარავაზე თბილისში, ძალადობრივი დემონსტრაციის მონაწილეებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იძალადეს.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსი ცხადდება, 3000-მდე კურსდამთავრებულს ექნება საჯარო სტრუქტურებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი