ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიას ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გოლი გაუტანა.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა მეტოქის კარი 94-ე წამზე აიღო, რაც ამ ტურნირის ისტორიაში მეხუთე მაჩვენებელია.
ყველაზე სწრაფი გოლი ევროპის ჩემპიონატზე მიმდინარე ტურნირზე გავიდა. 16 ივნისს, ალბანელმა ნედიმ ბაირამიმ იტალიელებს 23-ე წამზე გაუტანა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ხვიჩა კვარაცხელიას გოლი პორტუგალიასთან ევროპის ჩემპიონატის უსწრაფესი გოლების ხუთეულში შევიდა. 27 ივნისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ხვიჩა-კვარაცხელიას-გოლი/
