საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საწყის ორ მატჩში ერთი ქულა მოიპოვა – ჩეხეთთან 1:1 ითამაშა. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ჩვენს გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. ეს „ჯვაროსნებისთვის“ დამატებითი სტიმული აღმოჩნდა – მოედანზე მაქსიმალურად მობილიზებული გავიდნენ. მეორე წუთზევე მიეცა გატანის კარგი შანსი და მიქაუტაძის პასით კვარაცხელიამ ევროპის ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.

„ტოტენჰემის“ მწვრთნელი ენჯ პოსტეკოგლუ უეფა-სთვის – საქართველომ საოცრად დაიწყო. კვარაცხელიასთვის გაკეთებული საგოლე გადაცემა ბრწყინვალე იყო, რადგან მას ზედმეტი ნაბიჯის გადადგმა არ დასჭირდა. ერთი შეხება და დაგვირგვინება.

პირველი ტაიმის სტატისტიკა: მამარდაშვილმა ბურთი 3-ჯერ მოიგერია. კარის ჩარჩოში დარტყმა: საქართველო 1, პორტუგალია – 3. კარის მიმართულებით: საქართველო 3, პორტუგალია – 9. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობაში პორტუგალიელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, საქართველოს ნაკრები მხოლოდ 4-ჯერ დაჯარიმდა. ჩვენს მეტოქეს კი პირველ ტაიმში ორი ჯარიმა და ორი ყვითელი ბარათი ჰქონდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, მოედნის ცენტრს კვლავ პორტუგალიელები აკონტროლებდნენ, ქართველები კი მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. ერთ-ერთი ასეთი იერიშისას ლოჩოშვილი პორტუგალიელებმა საჯარიმოში წააქციეს და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი მიქაუტაძემ ზუსტად დაარტყა და საქართველო 2:0 დაწინაუდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. 27 ივნისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-ნაკრებმა-ისტ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi