ხვიჩა კვარაცხელია ლიონელ მესისთან პირველ შეხვედრას იხსენებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ხვიჩა კვარაცხელია ლიონელ მესის მეორედ 2025 წლის 29 ივნისს ხვდება. მისი პსჟ ლიონელის „ინტერ მაიამის“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ეთამაშება.

ხვიჩა ლეგენდასთან პირველ შეხვედრას ასე იხსენებს:

„ოქროს ბურთის გადაცემის ცერემონიაზე ლიონელ მესი ჩემგან მარჯვნივ იჯდა. ფეხბურთელებს გვითხრეს, რომ სარეკლამო პაუზისას ადგილზე დავრჩენილიყავით.

უცებ, მესი ადგა და ჩემკენ წამოვიდა, ვიყურებოდი და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ხელი ჩამომართვა და თავის ადგილზე დაბრუნდა. საოცარი გრძნობაა, როცა ამხელა ფეხბურთელი დგება და გამარჯობის სათქმელად შენთან მოდის. მაგარი პიროვნებაა. ძალიან ვაფასებ“, – ვკითხულობთ სერია „ლეგენდების“ წიგნში „ლიონელ მესი“.

- Advertisement -
Ad imageAd image

22 წლის ქართველი ვარსკვლავი 36 წლის არგენტინელს 2023 წელს პარიზის „შატალეს“ თეატრში შეხვდა. 30 ოქტომბერი იყო, დიეგო მარადონას დაბადების დღე.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ხვიჩა კვარაცხელია ლიონელ მესისთან პირველ შეხვედრას იხსენებს. 29 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ხვიჩა-კვარაცხელია-ლიონელ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi