მაჰმადიანი იმამი მამაკაცებს ასწავლის, როგორ სცემონ ცოლს “სწორად” – “მხოლოდ იდაყვით, მცირე დარტყმებით…” მის განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

იმამი ყაზანიდან, ტიმურ კამაევი, კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგ მოექცა, რაც პოდკასტი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობდა, თუ როგორ უნდა სცემონ ცოლს… ტიმურ კამაევი კონკრეტულ ინსტრუქციებსაც ასახელებს. თუმცა, მას შემდეგ, რაც მის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თათრეთის მუსლიმთა სულიერმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ იმამის სიტყვები პრესამ არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა.

უფრო ზუსტად, ტიმურ კამაევი ყურანის მეოთხე სურაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ იქ ის შემთხვევებია განხილული, რომლის მიხედვითაც, ცოლის “ცემა” გამართლებული და მიზანშეწონილიც კია. კამაევი მამაკაცებს ურჩევს, ჯერ მეუღლესთან შეთანხმება სიტყვით სცადონ, ხოლო თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, შემდეგ ძალადობაზე გადავიდნენ.

ყველაზე საგანგაშო მის განცხადებაში კი ინსტრუქციები იყო, რომლის მიხედვითაც მამაკაცებს ასწავლიდა, როგორ სცემონ ცოლს “სწორად”.

“სისხლჩაქცევების გამოწვევა საჭირო არ არის. უფრო ფრთხილად აცნობეთ მას, რომ არასწორად იქცევა. მხოლოდ იდაყვით, მცირე დარტყმებით…” – ამბობს იმამი გავრცელებულ პოდკასტში და აღნიშნავს იმასაც, თუ ცემის რა ტექნიკა უნდა გამოიყენონ, რომ ძალიან მძიმე შედეგებიც არ გამოიწვიონ…

ამონარიდი მთელ ქვეყანაში გავრცელდა და ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ტიმურ კამაევი კი ამბობს, რომ მისი სიტყვები მედიამ კონტექსტიდან ამოგლიჯა და აღნიშნავს, რომ ძალადობას გმობს.

- Advertisement -
Ad imageAd image

თათრეთის მუსლიმთა სულიერმა ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ მკითხველმა და მსმენელმა სწორი დასკვნები გამოიტანოს, პოდკასტს ბოლომდე უნდა მოუსმინონ. თუმცა, ეს ახლა უკვე შეუძლებელია, რადგანაც იმამის პოდკასტი ვებსაიტიდან წაშლილია. წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მაჰმადიანი იმამი მამაკაცებს ასწავლის, როგორ სცემონ ცოლს “სწორად” – “მხოლოდ იდაყვით, მცირე დარტყმებით…” მის განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. 12 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მაჰმადიანი-იმამი-მამაკაც/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi