საპროტესტო აქციები ვენესუელაში სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
საპროტესტო აქციები ვენესუელაში

ვენესუელაში სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კარაკასის ქუჩებში ათასობით ადამიანი მას შემდეგ გავიდა, რაც ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ გაიმარჯვა. ოპოზიციაში კი ამტკიცებენ, რომ გამარჯვებული მათი კანდიდატი ედმუნდო გონსალესია, რომელმაც ხმათა 73,2% მიიღო.

რამდენიმე დასავლურმა და ლათინური ამერიკის ქვეყანამ, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის გაერომ, მადუროს მთავრობას საარჩევნო უბნებზე მიღებული შედეგების გასაჯაროებისკენ მოუწოდეს.

ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოცხადდა. საარჩევნო კომისიის ცნობით, მან ხმების 51% დააგროვა. შედეგებს აპროტესტებს ვენესუელის ოპოზიცია, რომელიც ირწმუნება, რომ არჩევნები გაყალბდა და რეალური გამარჯვებული მათი კანდიდატია.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). საპროტესტო აქციები ვენესუელაში სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა. 30 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/საპროტესტო-აქციები-ვენეს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi