ინვიტრო პროცედურის შემდეგ ხუთი ქალი ინფექციურ საავადმყოფოში მოხვდა. შემთხვევა მოსკოვის კლინიკაში დაფიქსირდა. პროცედურის შემდეგ ხუთი ქალი კლინიკაში ცხელებით და მწვავე სეფსისით გადაიყვანეს. დაწესებულების მუშაობა ამჟამად შეჩერებულია ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის დასრულებამდე.
7 თებერვალს ექიმებმა ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამის ფარგლებში პაციენტებს პუნქცია გაუკეთეს. სულ რაღაც ორი საათის შემდეგ, ორმა კლიენტმა თავი ცუდად იგრძნო: ისინი ძალიან სუსტად იყვნენ, ჰქონდათ სიცხე 38 გრადუსამდე. ექიმებმა დაზარალებულთათვის სასწრაფო გამოიძახეს.
ერთ-ერთი ქალის ქმარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ცოლი კომაში ჩავარდა. ის ამჟამად ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული..
კლინიკაში ოპერაციის შემდეგ ქალმა ქმარს დაურეკა, რომ სახლში წაეყვანა, თუმცა იქ თავს უკეთ არ გრძნობდა.
„მას 11 საათზე ჰქონდა ვიზზიტი. ორ საათში უნდა დამერეკა, რომ მოვსულიყავი და მანქანით წამომეყვანა. მან დამირეკა და მითხრა, რომ კლინიკაში ცოტა ხნით დარჩებოდა, რადგან თავს კარგად არ გრძნობდა და ექიმთან კონსულტაცია სჭირდებოდა“, – ამბობს მამაკაცი.
ისკლინიკაში 16:00 საათზე მივიდა და მეუღლე საშინელ მდგომარეობაში ნახა: ”ფერმკრთალი იყო, სახეზე სიყვითლე ჰქონდა, ტუჩები ცისფერი, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა”.
სახლში მისვლისთანავე ქალის მდგომარეობა სამი საათის განმავლობაში გაუარესდა. შემდეგ სასწრაფოს გამოძახება გადაწყვიტეს. მამაკაცის თქმით, ექიმებმა ვერ გაიგეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზი.
ახლა პაციენტს თირკმელები და ღვიძლი უფუნქციოა, სუნთქვაც უჭირს და ექიმებმა ის ხელოვნურ კომაში შეიყვანეს. ნახეთ სრულად
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ხელოვნური განაყოფიერების პროცედურის შემდეგ 5 ქალი სეფსისით ინფექციურ საავადმყოფოში მოხვდა – შემთხვევა რუსეთში. 12 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ხელოვნური-განაყოფიერები/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
