ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
როგორც „ბიბისი“ ტაივანის სახანძრო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 57 დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში ორი შენობა ჩამოინგრა. ამ დრომდე მიმდინარეობს ევაკუაციის პროცესი.
ამასთან, ტაივანის მეზობელ ქვეყნებში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.
სეისმოლოგების შეფასებით, ეს ტაივანში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ბოლო 25 წლის განმავლობაში.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). შოკისმომგვრელი კადრები – 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ტაივანში, არის მსხვერპლი. 3 აპრილი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/შოკისმომგვრელი-კადრები-7-4/
