“თბილისი ენერჯი” განცხადებას ავრცელებს:
ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება განახლდება ხვალ, დილის 8 საათიდან და სრულად აღდგება ვაკეში 15:00, ხოლო საბურთალოზე 22:00 საათამდე.📍 ამ დროისთვის სრულად ჩართულია დიდუბე-დიღომი. 📍 ვაკის რაიონის უდიდესი ნაწილი.📍 საბურთალო-ნუცუბიძეზე 57096 აბონენტს აღუდგა ბუნებრივი გაზის მიწოდება.❌ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე გვიან ღამე ბუნებრივი გაზის ჩართვა ქსელში არ შეიძლება. თბილისი ენერჯი გიხდით ბოდიშს შექმნილი უდიდესი დისკომფორტის გამო. ❗გთხოვთ, არ დატოვოთ გაზის დანადგარები და გაზის ცენტრალური ონკანები ღია მდგომარეობაში. ეს დაგვეხმარება გაზმომარაგების დროულად აღდგენაში.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ცნობილია, როდის აღდგება გაზმომარაგება სრულად. 12 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ცნობილია-როდის-აღდგება-გ/
