ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებახამანწკებში სალმონელა და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია (E.coli) გამოვლინდა

ხამანწკებში სალმონელა და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია (E.coli) გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქობულეთის განყოფილებიდან შეტყობინება შევიდა უზბეკეთის ოთხი მოქალაქის სავარაუდო საკვებისმიერი მოწამვლის შესახებ. ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა – სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა სასტუმროში ,,magnetic beach resorts“ (ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა N379), სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობდნენ და რესტორანში „ლურჯი ტალღა“, სადაც მიირთვეს თევზის ბაზარში (ბათუმი, ბაქოს ქ.N33, დახლი 2) შეძენილი თერმულად დაუმუშავებელი ზღვის პროდუქტები.

არაგეგმური ინსპექტირებისას, სასტუმროს სამზარეულოში დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 500 ლარით „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის ბაზარშიც (ბათუმი, ბაქოს ქ.N33, დახლი 2), ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილ სარეალიზაციო ობიექტში, სადაც ლაბორატორიული კვლევისათვის აიღეს ზღვის პროდუქტის (ხამანწკები) ნიმუშები.

მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგად, ხუთივე ნიმუშში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი Salmonella spp, ხოლო ერთში – ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია E.coli.

ბიზნესოპერატორი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის 3 ნაწილის შესაბამისად, დაჯარიმდა 1000 ლარით; ასევე, დაევალა სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან/და ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.

ობიექტში სარეალიზაციოდ განთავსებული ზღვის პროდუქტები დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდება.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები
  ამერიკელებმა საყვარელი ადამიანის საჩუქრისთვის საშუალოდ 186 დოლარი დახარჯეს - ვალენტინობის ეკონომიკური ეფექტი
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
კვლევა – ფარდა აეხადა კიბოსა და კვებას შორის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კავშირს!

კვლევა – ფარდა აეხადა კიბოსა და კვებას შორის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კავშირს!

აპრილი 2, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
აშშ-ის უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში „H-E-B“ ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა

აშშ-ის უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში „H-E-B“ ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა

აპრილი 2, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კვერცხის შეღებვის ტრადიცია: რელიგიური მნიშვნელობა და საუკეთესო ტექნიკა

კვერცხის შეღებვის ტრადიცია: რელიგიური მნიშვნელობა და საუკეთესო ტექნიკა

აპრილი 2, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი