ხალხური რეცეპტები – ლამაზი ხელებისა და ფრჩხილებისთვის

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

შეინარჩუნეთ ლამაზი ხელები და ფრჩხილები – რეცეპტები ხალხური მედიცინიდან

თანაბარი რაოდენობით აურიეთ თაფლი და გლიცერინი. ეს საშუალება ეფექტურია კანის გაუხეშებული უბნის, კერძოდ, იდაყვების მოსავლელად. 5-7 დღის შემდეგ კანი ხავერდოვანი და ნაზი გახდება.

იდაყვებზე გაუხეშებული კანი გაიწმინდეთ ლიმონის ნაჭრით. რამდენიმე დღეში ის შეხებით უფრო სასიამოვნო გახდება, ერთ თვეში კი საერთოდ გაქრება გარქოვანებული უჯრედები. მუქი ლაქების მოსაშორებლად 15 წუთით მოათავსეთ იდაყვი ლიმონის ახალგამოწურულ წვენში.

ხალხური რეცეპტები – ლამაზი ხელებისა და ფრჩხილებისთვის | შენი სილამაზე

თაფლი კარგად არბილებს კანს და არის ასევე შესანიშნავი ანტისეპტიკი. ხელის მტევნებზე წაისვით თაფლი და 15 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით ხელის კრემი.

- Advertisement -
Ad imageAd image

ზეთოვანი აბაზანა – შეათბეთ ზეითუნის ზეთი და მასში მოათავსეთ ხელის მტევნები. შემდეგ ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები და დაწექით დასაძინებლად.

მტვრევადი ფრჩხილების გამაგრება შესაძლებელია მარტივი ნარევით. თანაბარი რაოდენობის ძმრისა და ზეთის ნარევში 10 წუთით მოათავსეთ თითები.

ზეთს დაუმატეთ 3 წვეთი იოდი და 5 წვეთი გლიცერინი. ჩაუშვით ხელები ამ ნარევში 7-10 წუთით, შემდეგ შეიმშრალეთ ხელსახოცით.

ფრჩხილებს ამაგრებს სოდის აბაზანაც. 1 ს/კ სოდა გახსენით 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში, დაუმატეთ 2 წვეთი იოდი. მოათავსეთ თითები 10-15 წუთით ამ ნარევში.

კითხვის გაგრძელება 👉 #shenisilamaze

- Advertisement -
Ad imageAd image

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით

ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ხალხური რეცეპტები – ლამაზი ხელებისა და ფრჩხილებისთვის. 4 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ხალხური-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi