სასწრაფო ინფორმაცია თურქეთში მცხოვრებთათვის❗️მიწისძვრის შესახებ ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მიწისძვრა თურქეთში – ერთი საათის განმავლობაში სხვადასხვა სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომელთა შორის ყველაზე დიდი 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

ბიძგები ყველაზე მეტად იგრძნობოდა თურქეთის ქალაქ სტამბოლში. სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში, შვიდი კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა თურქეთის დედაქალაქ ანკარაშიც.

თურქეთის ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, არ შევიდნენ შენობებში, რომლებიც შესაძლოა, მიწისძვრის შედეგად დაზიანდეს. ამასთან, მოსახლეობას ურჩევენ, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მობილური ტელეფონები არ გამოიყენონ.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ სახლების ან სხვა შენობების ჩამონგრევის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ მიუღიათ.

- Advertisement -
Ad imageAd image

„მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით არავის დაურეკავს 112-ში და არ მოუთხოვია დახმარება, არ უთქვამს, რომ მათი სახლი ან შენობა დაინგრა. ამის გამო ბედნიერები ვართ. ყველა შესაბამისი სამინისტროს და ყველა შესაბამისი სამსახურის სრული ყურადღება აქეთაა მომართული“, – განაცხადა იერლიკაიამ.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულქადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ პირველადი შემოწმების შედეგად, გზატკეცილებსა და აეროპორტებში დაზიანება არ დაფიქსირებულა.

„პირველადი შემოწმების დროს,  გზატკეცილებზე, აეროპორტებში, მატარებლებსა და მეტროებში არანაირი დაზიანება არ დაფიქსირებულა. ჩვენი გუნდები აგრძელებენ კონტროლს. ღმერთმა დაიცვას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ძვირფასი ერი ყველა სახის კატასტროფებისგან“, – განაცხადა ურალოღლუმ.

ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ხალხი შენობებიდან გარეთ არის გასული.

 

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სასწრაფო ინფორმაცია თურქეთში მცხოვრებთათვის❗️მიწისძვრის შესახებ ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს. 23 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მიწისძვრა-2/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-18T22:58:19+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi