პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოწყალდიდობის შემდეგ 160-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, დაღუპულთა რიცხვი კი 120-მდე გაიზარდა

წყალდიდობის შემდეგ 160-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, დაღუპულთა რიცხვი კი 120-მდე გაიზარდა

ტეხასის შტატში, გასულ კვირას მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, სამძებრო ჯგუფები კვლავ 160-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 120-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურად გრძელდება, განსაკუთრებით მდინარე გვადალუპეს გასწვრივ, სადაც ბევრი ახალგაზრდული ბანაკი იყო განთავსებული.

მაშველები რთულ პირობებში მუშაობენ, მათ შორის მაღალი ტემპერატურის ფონზე.

ტეხასის ოფიციალური პირები საზოგადოებისა და მედიის მხრიდან კითხვებს აწყდებიან იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტური იყო საგანგებო გაფრთხილებისა და ევაკუაციის სისტემა წყალდიდობის ადრეულ საათებში.

  აშშ-ში წყვილმა ბავშვი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩასახა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი