ირანის პრეზიდენტი ყველა თანმხლებ პირთან ერთად დაღუპულია – ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფი ცხრავე ადამიანის სიკვდილს ადასტურებს ირანის სახელმწიფო სააგენტო IRINN.
ამავე დროს, ვრცელდება ავიაკატასტროფის ამსახველი პირველი ვიდეო კადრები, რომელიც დრონით არის გადაღებული. ვერტმფრენის ნამსხვრევებს, ირანის ჩრდილო-დასავლეთში მაშველებმა დაახლოებით 13 საათიანი ძებნის შემდეგ, გამთენიისას მიაგნეს.
ირანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ინფორმაციით, ვერტმფრენი მთლიანად დამწვარია.
ირანის პრეზიდენტ, ებრაჰიმ რაისთან ერთად ბორტზე იმყოფებოდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი, თავრიზის პარასკევის ლოცვის იმამი, ორი პილოტი, ეკიპაჟის უფროსი, დაცვის უფროსი და დაცვის წევრი – საერთო ჯამში 9 ადამიანი.
ირანის დელეგაცია გუშინ ბაქოში იმყოფებოდა. ვერტმფრენი მაშინ ჩამოვარდა, როცა ის აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ირანის პრეზიდენტი ყველა თანმხლებ პირთან ერთად დაღუპულია. 20 მაისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ირანის-პრეზიდენტი-ყველა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
