სიმონეთში, უფროსი ლეიტენანტის მუხრან შუკვანის სახელობის სასროლეთზე ათეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩატარდა. წვრთნაში მონაწილეობდნენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვის ვადით გაწვეული წვევამდელები, რომლებიც სამხედრო სამსახურს დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში გადიან.
სწავლების მიზანს მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების განეიტრალება წარმოადგენდა. წვევამდელების მთავარი ამოცანა პოტენციური მოწინააღმდეგის აღმოჩენა და ოპერაციის რაიონში შეყოვნება იყო. წვრთნის განმავლობაში მათ გამოიყენეს რელიეფის თავისებურებები და მანევრირების, ცეცხლის გახსნისა და დაბრკოლებების შექმნით, დასახულ ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. 6-თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა ათეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩაატარეს [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9b%e1%83%90/
sheniekimi.ge/ambebi
