ევროკავშირი პირველი ნოემბრიდან მის ბაზარზე შემოსულ ყველა ამანათზე ორევროიან საბაჟო მომსახურების მოსაკრებელს დააწესებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
მანამდე, ივლისში, ძალაში შევიდა სამევროიანი საბაჟო გადასახადი, რომელიც 150 ევროზე ნაკლები ღირებულების მცირე ამანათებს ეხება. ეს დროებითი ზომაა და 2028 წლამდე იმოქმედებს, ვიდრე საბაჟო კონტროლის ახალი საინფორმაციო სისტემა ამოქმედდება.
„ევრონიუსის“ ცნობით, ახალი ზომების მიღება ჩინური ონლაინპლატფორმებიდან, მათ შორის Temu-დან, Shein-იდან და AliExpress-იდან, იაფი პროდუქციის იმპორტის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა.
ახალი, ორევროიანი მოსაკრებელი ყველა ამანათზე გავრცელდება, მათი ღირებულების მიუხედავად. თანხა საბაჟო კონტროლთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას მოხმარდება და უკვე მოქმედ სამევროიან გადასახადს დაემატება.
მოსაკრებელს ონლაინპლატფორმები, გამყიდველები ან გადამზიდავი კომპანიები გადაიხდიან. თანხას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა შეაგროვებს. მიღებული შემოსავლის 75% ევროკავშირის ბიუჯეტში გადაირიცხება, დარჩენილი 25% კი წევრ ქვეყნებს დარჩებათ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). პირველი ნოემბრიდან ევროკავშირის ბაზარზე შესულ ყველა ამანათზე საბაჟო მომსახურების მოსაკრებელი დაწესდება. 30 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პირველი-ნოემბრიდან-ევროკ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ტურიზმი / სასტუმრო / კვება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · წარმოება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-21T01:00:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
