შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა6-თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა ათეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩაატარეს

6-თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა ათეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩაატარეს

სიმონეთში, უფროსი ლეიტენანტის მუხრან შუკვანის სახელობის სასროლეთზე ათეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩატარდა. წვრთნაში მონაწილეობდნენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვის ვადით გაწვეული წვევამდელები, რომლებიც სამხედრო სამსახურს დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში გადიან.

სწავლების მიზანს მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების განეიტრალება წარმოადგენდა. წვევამდელების მთავარი ამოცანა პოტენციური მოწინააღმდეგის აღმოჩენა და ოპერაციის რაიონში შეყოვნება იყო. წვრთნის განმავლობაში მათ გამოიყენეს რელიეფის თავისებურებები და მანევრირების, ცეცხლის გახსნისა და დაბრკოლებების შექმნით, დასახულ ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი.

კითხვის გაგრძელება…

  16 წელი აგვისტოს ომიდან
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი