ნახეთ, რომელ საათზე დაიწყება უკრაინა-საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. საქართველოს გულშემატკივრისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.

„ბილეთის ფასი 32 ლარი ანუ 45 პოლონური ზლოტი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთის ყიდვისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი, ასევე მობილურის ნომერი და ელფოსტა. მომხმარებელი კუთვნილ ბილეთს მატჩის დაწყებამდე 3 დღით ადრე მითითებული ელფოსტის საშუალებით მიიღებს“, – აღნიშნულია ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2 ტურის შემდეგ საქართველო B1 ჯგუფის ლიდერია. „ჯვაროსნებს“ ჩეხეთსა და ალბანეთზე გამარჯვების შემდეგ 6 ქულა აქვთ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ნახეთ, რომელ საათზე დაიწყება უკრაინა-საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა. 18 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ნახეთ-რომელ-საათზე-დაიწყ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi