სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II:
წაუკითხეთ შვილებს ეს ლოცვა, უფალი სასწაულს მოგივლენთ
ლოცვა:
“ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღვთისაო უფალი ჩვენო იესო ქრისტე. სულო წმიდაო ცხოველმყოფელო, სამებაო ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესე საქართველოისანი. მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე. მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე და მოთმინება, ნიჭი და უნარო სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისა.
ჰოი, უფლო შეისმინე ჩემი ლოცვა და დაეფარა შვილნი ესე ჩვენნი სულიერი და ხილული და უხილავი მტრებისაგან და ღირსყავ ისინი ცათა სასუფეველისა.
ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთა. ამინ!”
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.