პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოწარმოება გაჩერდა, ქარხანაში სამძებრო სამუშაოები დაიწყო - ენოტებმა Airbus-ის ქარხანაში წარმოება...

წარმოება გაჩერდა, ქარხანაში სამძებრო სამუშაოები დაიწყო – ენოტებმა Airbus-ის ქარხანაში წარმოება გააჩერეს🦝🛫

კანადაში ენოტების ექვსწევრიანმა ოჯახმა კომპანია Airbus-ის ქარხანაში თვითმფრინავების წარმოება შეაჩერა.

PYOK-ის ინფორმაციით, შემთხვევა მონრეალის მახლობლად მოხდა. ენოტები Airbus A220-ის ასაწყობ ხაზზე შეამჩნიეს, სადაც თვითმფრინავის ძირითად კომპონენტებს აწყობენ.

წარმოება გაჩერდა, რის შემდეგაც ქარხანაში სამძებრო სამუშაოები დაიწყო. აღმოჩნდა, რომ თანამშრომლებს საქმე დედა ენოტთან და მის 5 შვილთან ჰქონდათ. ენოტებმა ერთ-ერთ ლაინერში სადენები დაღრღნეს და ის საკუთარ საპირფარეშოდაც აქციებს. თუმცა, ინჟინრებმა რაიმე სერიოზული დაზიანება ვერ აღმოაჩინეს. ენოტები კი დაიჭირეს შემდეგ ქუჩაში გაუშვეს. უცნობია რამდენი ხანი გაატარეს ცხოველებმა ქარხანაში.

A220-ის ხაზი თვეში 6-8 ახალ ლაინერს უშვებს. Reuters-ის ცნობით, ენოტებთან დაკავშირებულმა ინციდენტმა უახლოესი 3 წლის განმავლობაში თვითმფრინავების მიწოდების შეყოვნება გამოიწვია.

  ევროპის ქვეყნები 20 ივნისს ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებს გამართავენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი