კანადაში ენოტების ექვსწევრიანმა ოჯახმა კომპანია Airbus-ის ქარხანაში თვითმფრინავების წარმოება შეაჩერა.
PYOK-ის ინფორმაციით, შემთხვევა მონრეალის მახლობლად მოხდა. ენოტები Airbus A220-ის ასაწყობ ხაზზე შეამჩნიეს, სადაც თვითმფრინავის ძირითად კომპონენტებს აწყობენ.
წარმოება გაჩერდა, რის შემდეგაც ქარხანაში სამძებრო სამუშაოები დაიწყო. აღმოჩნდა, რომ თანამშრომლებს საქმე დედა ენოტთან და მის 5 შვილთან ჰქონდათ. ენოტებმა ერთ-ერთ ლაინერში სადენები დაღრღნეს და ის საკუთარ საპირფარეშოდაც აქციებს. თუმცა, ინჟინრებმა რაიმე სერიოზული დაზიანება ვერ აღმოაჩინეს. ენოტები კი დაიჭირეს შემდეგ ქუჩაში გაუშვეს. უცნობია რამდენი ხანი გაატარეს ცხოველებმა ქარხანაში.
A220-ის ხაზი თვეში 6-8 ახალ ლაინერს უშვებს. Reuters-ის ცნობით, ენოტებთან დაკავშირებულმა ინციდენტმა უახლოესი 3 წლის განმავლობაში თვითმფრინავების მიწოდების შეყოვნება გამოიწვია.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). წარმოება გაჩერდა, ქარხანაში სამძებრო სამუშაოები დაიწყო – ენოტებმა Airbus-ის ქარხანაში წარმოება გააჩერეს🦝🛫. 5 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/წარმოება-გაჩერდა-ქარხან/
