ორშაბათი, მარტი 10, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიძროხის ვირუსი ჟირაფში? - სამხრეთ აფრიკაში უცნაური ჟირაფი შენიშნეს

ძროხის ვირუსი ჟირაფში? – სამხრეთ აფრიკაში უცნაური ჟირაფი შენიშნეს

ხშირად გვავიწყდება, რომ დაავადებები არამარტო ადამიანებშია გავრცელებული, არამედ ველურ ცხოველებშიც. კრუგერის ეროვნულ პარკში (სამხრეთი აფრიკა) შენიშნეს ჟირაფი, რომელიც, შესაძლოა, პაპილომავირუსის გარკვეული ტიპით იყოს ინფიცირებული.

ფოტოგრაფ მარიუს ნორტიეს მიერ გადაღებულ კადრებზე ჩანს, რომ ჟირაფის კანი მთლიანად ამობურცული წანაზარდებითაა დაფარული. Worldwide Vets-ის გუნდმა ფოტოები თავის ფეისბუკგვერდზე გაავრცელა.

“კანის ეს დაავადება პაპილომავირუსითაა გამოწვეული. პაპილომავირუსის არაერთი ტიპი არსებობს, თითოეული კი ცხოველთა კონკრეტულ სახეობას ემართება. მიუხედავად ამისა, კონკრეტულ ჟირაფს, სავარაუდოდ, პაპილომავირუსის ის ტიპი აქვს, რომელიც ძროხებში გვხვდება (ხარისებრთა პაპილომავირუსი, იგივე BPV). სწორედ იგივე ვირუსი იწვევს ცხენებში სარკოიდებს”, — მითითებულია ფოტოსურათის აღწერაში.

აღნიშნული დაავადება სიცოცხლისთვის საშიშად არ მიიჩნევა, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობის გზა არ არსებობს. მეცნიერები თვლიან, რომ ვირუსი ან ჟირაფებს შორის პირდაპირი კონტაქტის შედეგად ვრცელდება, ან კონკრეტული სახეობის ჩიტებს გადააქვთ. ეს ფრინველები ჟირაფებს ტკიპებსა და სხვა პარაზიტებს აშორებენ კანიდან, თუმცა ზოგჯერ ამ ცხოველებს შორის დაავადებებსაც ავრცელებენ.

IFLScience-სთან საუბრისას მკვლევარმა ჯემა კემპლინგმა განაცხადა, რომ ჟირაფში მსგავსი სიმპტომები წარსულშიც შეუნიშნავთ.

“2007 წელს სწორედ იმავე არეალში შეამჩნიეს ორი ჟირაფი მსგავსი ხორკლებით. სხვა ჟირაფებში ამ დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად მათ ევთანაზია ჩაუტარდათ, ხოლო ნიმუშები კი გამოსაკვლევად გაიგზავნა. დადასტურდა ხარისებრთა პაპილომავირუსის, BPV-ს, არსებობა”, — აცხადებს ჯემპლინგი — “2017 წელს სამხრეთ აფრიკულ ჟირაფებში პაპილომავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ძირითადად ამერიკაში მობინადრე ირმებშია გავრცელებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფექციური დაავადებები, რომლებიც უმეტესად სხვა სახეობებზე მოქმედებს, როგორღაც ჟირაფებშიც იწყებს გავრცელებას.”

ამ დროისთვის ინფიცირებული ჟირაფის ევთანაზია არ იგეგმება. მას ველური ბუნების ვეტერინარები ინტენსიურ რეჟიმში აკვირდებიან.

ცნობისთვის, 2024 წელს სამხრეთ აფრიკის სხვა რეგიონში შეამჩნიეს ზიგზაგის ფორმის კისრის მქონე ჟირაფი. იმის მიუხედავად, რომ კისერი ვიზუალურად უცნაურად გამოიყურებოდა, როგორც ჩანს, ცხოველს დაავადების სიმპტომები არ აწუხებდა.

სტატია ნათარგმნია პორტალ on.ge-ს მიერ

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
8 საუკეთესო ადგილი იორდანიაში ვიზიტისთვის

8 საუკეთესო ადგილი იორდანიაში ვიზიტისთვის

9 March, 2025
დაჩქარების სინდრომი: როგორ ამოვიცნოთ და დავძლიოთ თანამედროვე ცხოვრების საფრთხე – გიორგი ფხაკაძე გირჩევთ

დაჩქარების სინდრომი: როგორ ამოვიცნოთ და დავძლიოთ თანამედროვე ცხოვრების საფრთხე – გიორგი ფხაკაძე გირჩევთ

მარტი 7, 2025
ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

მარტი 10, 2025
ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

თებერვალი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

თებერვალი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
დაწოლამდე რამდენი საათით ადრე უნდა ვივახშმოთ? – რას გვირჩევენ დიეტოლოგები?

დაწოლამდე რამდენი საათით ადრე უნდა ვივახშმოთ? – რას გვირჩევენ დიეტოლოგები?

მარტი 10, 2025
Forbes-ის მონაცემებით, 2024 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სამეული ასე გამოიყურება:

Forbes-ის მონაცემებით, 2024 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სამეული ასე გამოიყურება:

მარტი 9, 2025
ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

8 მარტი 2025
თბილისის შემოსასვლელში ერეკლე II-ის ძეგლის დადგმა იგეგმება

თბილისის შემოსასვლელში ერეკლე II-ის ძეგლის დადგმა იგეგმება

მარტი 10, 2025
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყვავილები — ფასი 15 მილიონ დოლარზე მეტია

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყვავილები — ფასი 15 მილიონ დოლარზე მეტია

მარტი 10, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი