განძი, რომელიც 1939 წელს მიტოვებულ ბინაში აღმოაჩინეს – რა დახვდათ ბინაში, სადაც 70 წელი არავინ შესულა

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

1939 წლიდან ეს ბინა ჩაკეტილი და მიტოვებული იყო. ის აუქციონისტებმა მხოლოდ 70 წლის შემდეგ გახსნეს, ბინის ახალი მფლობელების მოთხოვნით და მოულოდნელად, განძი აღმოაჩინეს.

ეს ამბავი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში მოხდა. 23 წლის ახალგაზრდა ქალბატონმა, ვინმე დე ფლორიანმა, მიატოვა თავისი მდიდრულად მოწყობილი ბინა პარიზში. სავარაუდოდ, მას შეტყობინეს, რომ ქალაქში შესვლას გერმანელები აპირებდნენ.

მან სწრაფად ჩაალაგა ნივთები, დაკეტა ბინა და თავისუფალ ზონაში გადავიდა — ქვეყნის სამხრეთში, ბევრად უფრო უსაფრთხო იყო ცხოვრება.

ამის შემდეგ, ის მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე იხდიდა ბინასთან დაკავშირებულ ყველა გადასახადს, მაგრამ პარიზში აღარასოდეს დაბრუნებულა. ქალბატონი 2010 წელს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა და სწორედ მაშინ შეიტყვეს მისმა მემკვიდრეებმა, პარიზული ბინის არსებობის შესახებ. მათ აუქციონისტი ოლივიე შოპენ-ჟანვრი დაიქირავეს ბინაში ინვენტარიზაციის ჩასატარებლად. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ხნის მანძილზე იყო ბინა დაკეტილი, ოლივიე და მისი თანამშრომლები სულმოუთქმელად ელოდნენ კარების გაღებას, რომ ენახათ, თუ რა იყო შიგნით და მასში შესვლის შემდეგ, აუქციონერებს სუნთქვა შეეკრათ. ბინა ნამდვილი დროის მანქანა აღმოჩნდა, რომელმაც მომენტალურად გადაიყვანა ყველა იქ მყოფი, გასული საუკუნის 40-იან წლებში.

- Advertisement -
Ad imageAd image

ბინა საუკუნის დასაწყისის სტილში იყო მოწყობილი. სასადილო ოთახში ყველა სახის ჭურჭელი და სუფრის გასაწყობად საჭირო ნივთები იყო. ხელოვნების ნიმუშები კი კედლებიდან იყო ჩამოხსნილი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს სხვაგან გადატანას აპირებდნენ, მაგრამ საამისოდ, დრო აღარ ეყოთ.

2016062122021473439-1619513548.jpg

2016062122023973439-1619513579.jpg

2016071618553973439-1619513637.jpg

ყველაზე დიდი გაოცება და აღფრთოვანება, ბინაში არსებულ ნივთებს შორის, გამოიწვია სურათმა, რომელზეც ასახული იყო ქალი ვარდისფერ საღამოს კაბაში. ჩატარებული ძიების შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო ბინის წინანდელი მეპატრონის, მარტა დე ფლორიანის პორტრეტი.

- Advertisement -
Ad imageAd image

2016062122041073439-1619513685.jpg

განაგრძეთ კითხვა

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). განძი, რომელიც 1939 წელს მიტოვებულ ბინაში აღმოაჩინეს – რა დახვდათ ბინაში, სადაც 70 წელი არავინ შესულა. 29 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/განძი-რომელიც-1939-წელს-მიტოვ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Intern .NET Developer

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Engineering Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Affiliate Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior Backend Developer (.NET)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Media Buyer (In-App / iGaming)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-22T06:40:22+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi