პერუს დედაქალაქ ლიმაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა -66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თორნიკე გიგაურმა.
ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ყაზახი აკილჟან ჟუბათკანოვი, ლიეტუველი სიმას პოლიკევიჩუსი, უზბეკი დილშოდბეკ ჰამროევი და აზერბაიჯანელი ნიზამი იმრანოვი დაამარცხა.
ოქროს მედლისათვის შეხვედრაში თორნიკე გიგაურმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დროშით მოასპარეზე ძიუდოისტს, აბდულახ პარჩიევს სძლია და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
Sheni Network
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. ძიუდოისტი თორნიკე გიგაური ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%98%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%a0/
sheniekimi.ge/ambebi
