ცნობილია რომელი მოსწავლეები ჩააბარებენ კომბინირებულ გამოცდას საგანში – ცვლილება კანონში

1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თუ მოსწავლეს სურს, ერთსა და იმავე საგანში ერთდროულად 2 ან მეტი კლასი ექსტერნატის ფორმით დაძლიოს, მას მოუწევს, ჩააბაროს საგნის კომბინირებული გამოცდა, რომელიც თითოეული კლასის გამიჯნულად შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

სკოლას კომბინირებული გამოცდის ჩატარების უფლებამოსილებას ანიჭებს ცვლილება, რომელიც „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში განხორციელდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით, V კლასის II სემესტრიდან XII კლასის ჩათვლით სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში და არჩევით საგნებში მოსწავლე შეფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა. ექსტერნმა, ექსტერნატის გამოცდის დაძლევისთვის, აღნიშნულ საგნებში უნდა მიიღოს შეფასება – ჩაეთვალა.

ბრძანება 11 სექტემბერს გამოქვეყნდა და ძალაშია იმავე დღიდან.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ცნობილია რომელი მოსწავლეები ჩააბარებენ კომბინირებულ გამოცდას საგანში – ცვლილება კანონში. 22 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ცნობილია-რომელი-მოსწავლე/

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi