ცნობილია რამდენი გადაუხადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 286 დღით ჩარჩენილ ამერიკელ ასტრონავტებს ზეგანაკვეთური შრომისთვის

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

NASA-ს ასტრონავტების სუნი უილიამსის და ბარი უილმორის კოსმოსური მისია 8 დღე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო მათ კოსმოსში 286 დღე გაატარეს. ზეგანაკვეთური შრომისთვის, როგორც წესი, განსაზღვრულია დამატებითი ანაზღაურება, თუმცა არა NASA-ს ასტრონავტების შემთხვევაში. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

NASA-ს წარმომადგენლის განცხადებით, ასტრონავტები ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას არასდროს იღებენ, ასევე მათ არ უნაზღაურდებათ სადღესასწაულო და დასვენების დღეები. მათ უნაზღაურებენ კვებას და მგზავრობას. ასევე, მათ დღეში უხდიან 5 დოლარს გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. ამგვარად, უილიამსმა და უილმორმა 286 დღეში, რომელიც მათ კოსმოსში გაატარეს, წლიურ 152 ათას დოლართან ერთად დამატებით 1430 დოლარი მიიღეს.

19 მარტს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩარჩენილი ამერიკელი ასტრონავტები დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი „ქრიუ დრეგონი“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა. ხომალდმა სადგურზე ეკიპაჟის 4 ახალი წევრი, ორი ამერიკელი, რუსი და იაპონელი ასტრონავტები აიყვანა. Boeing-ის კოსმოსური ხომალდი „სტარლაინერი“ ორბიტაზე 5 ივნისს გაემგზავრა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ცნობილია რამდენი გადაუხადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 286 დღით ჩარჩენილ ამერიკელ ასტრონავტებს ზეგანაკვეთური შრომისთვის. 26 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ცნობილია-რამდენი-გადაუხა/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T20:11:39+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi