ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სადაზვერვო ოპერაციის დროს ღაზის სექტორში „ჰამასის“ კონტრაბანდის მეთაურის მოჰამედ მაჰასნეს ლიკვიდაცია შეძლო. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მაჰასნე ღაზაში სამხედრო აღჭურვილობის კონტრაბანდით იყო დაკავებული, რომელსაც „ჰამასი“ ტერორისტული საქმიანობისთვის იყენებდა.
როგორც ისრაელის თავდაცვის არმია წერს, მაჰასნე საქონლის კონტრაბანდას ზღვით და ღაზაში მოწყობილი სპეციალური გვირაბებით ეწეოდა. მისი ლიკვიდაცია ღაზის სექტორში „ჰამასის“ კონტრაბანდის შესაძლებლობებს საგრძნობლად შეამცირებს.
Sheni Network
გასულ დღეს ისრაელის არმიამ საერთო ჯამში ღაზაში 45 ტერორისტის ლიკვიდაცია შეძლო – განაცხადეს „ცაჰალში“.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. „ცაჰალმა“ „ჰამასის“ მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%aa%e1%83%90%e1%83%b0%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%b0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%90/
sheniekimi.ge/ambebi

