აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

აშშ-მა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს სავაჭრო შეთანხმებას. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

შეთანხმების თანახმად, ამერიკულ კომპანიებს ჩინეთიდან იშვიათი წიაღისეულის მიღება გაუადვილდებათ, რომლებიც მიკროჩიპების წარმოებისთვისაა მნიშვნელოვანი. ასევე, სანაცვლოდ, ამერიკამ გააუქმა ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების ნაწილი.

ბესენტმა Fox Business Network-ის გადაცემაში განაცხადა, რომ ტრამპისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბრის შემდეგ ლონდონში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა „ყველაფერი მოაგვარეს“.

„შეთანხმების ნაწილი იყო ტარიფების შემცირება და იშვიათი მიწის მაგნიტების ამერიკაში ჩამოტანის კვლავ დაწყება. ისინი ჩვენი სამრეწველო ბაზის დიდი ნაწილის ბირთვს წარმოადგენდნენ“, – თქვა ბესენტმა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 28 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-მა-და-ჩინეთმა/

  რა წერია 1992 წლის 3 სექტემბრის მოსკოვის ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებულ შეთანხმებაში
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi