აშშ-ის მიერ ჰიროსიმაზე ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 79 წელი გავიდა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

აშშ-ის მიერ ჰიროსიმაზე ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 79 წელი გავიდა. ინფორმაციას Japan Times-ი ავრცელებს.

ჰიროსიმას მერის კაზუმი მაცუის განცხადებით, გლობალური პრობლემების გადასაჭრელად, სამხედრო ძალა და ბირთვული შეკავება აუცილებელი არ არის. მისი განმარტებით, დიალოგს კონფლიქტების დაძლევა შეუძლია და, მსოფლიოში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, პესიმიზმი საჭირო არ არის.

“ჩვენი ერთიანობა წაახალისებს ლიდერებს, რომლებიც ამჟამად ბირთვულ შეკავებას ეყრდნობიან, შეცვალონ თავიანთი პოლიტიკა. ჩვენ ეს შეგვიძლია”, – განაცხადა კაზუმი მაცუიმ.

მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში, შეერთებულმა შტატებმა, ჰიროსიმაზე, 1945 წლის 6 აგვისტოს, ატომური ბომბი ჩამოაგდო, სამი დღის შემდეგ კი, იგივე ნაგასაკიზე გაიმეორა. აფეთქებებს ასობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა და ბევრმა გადარჩენილმა, რადიაციის ზემოქმედების შედეგად, “ჰიბაკუშას” სახელით ცნობილი გრძელვადიანი დაზიანებები და დაავადებები მიიღო.

- Advertisement -
Ad imageAd image

ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, წლისთავის ცერემონიაში 109 ქვეყანა მონაწილეობდა და ღონისძიებას 50 000-მდე ადამიანი ესწრებოდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). აშშ-ის მიერ ჰიროსიმაზე ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 79 წელი გავიდა. 6 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-ის-მიერ-ჰიროსიმაზე-ატ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T19:02:05+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi