სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიო„ცაჰალმა“ „ჰამასის“ მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა

„ცაჰალმა“ „ჰამასის“ მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სადაზვერვო ოპერაციის დროს ღაზის სექტორში „ჰამასის“ კონტრაბანდის მეთაურის მოჰამედ მაჰასნეს ლიკვიდაცია შეძლო. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მაჰასნე ღაზაში სამხედრო აღჭურვილობის კონტრაბანდით იყო დაკავებული, რომელსაც „ჰამასი“ ტერორისტული საქმიანობისთვის იყენებდა.

როგორც ისრაელის თავდაცვის არმია წერს, მაჰასნე საქონლის კონტრაბანდას ზღვით და ღაზაში მოწყობილი სპეციალური გვირაბებით ეწეოდა. მისი ლიკვიდაცია ღაზის სექტორში „ჰამასის“ კონტრაბანდის შესაძლებლობებს საგრძნობლად შეამცირებს.

გასულ დღეს ისრაელის არმიამ საერთო ჯამში ღაზაში 45 ტერორისტის ლიკვიდაცია შეძლო – განაცხადეს „ცაჰალში“.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  მსოფლიოში ზედაზედ მესამე წელია ყინულოვანი მასის სწრაფი დნობა ფიქსირდება, რაც დედამიწას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი