პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ცაჰალი“: ისრაელმა ირანში არაკის ბირთვული რეაქტორი დაბომბა

„ცაჰალი“: ისრაელმა ირანში არაკის ბირთვული რეაქტორი დაბომბა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანში, ქალაქ არაკში მდებარე ბირთვული რეაქტორი დაბომბა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

„ირანის რეჟიმის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის არდაშვების ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ფარგლებში იერიშის ობიექტი ირანში, არაკის რაიონში მდებარე ბირთვული რეაქტორი გახდა, რეაქტორის შემკვრივებული კონსტრუქციის აქტიური ზონის ჩათვლით, რაც პლუტონიუმის წარმოების საკვანძო კომპონენტია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ცაჰალის“ განცხადებით, რეაქტორის აგება 1997 წლეს დაიწყო, თუმცა საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის შემდეგ ის შეჩერდა.

საერთო ჯამში, გასულ ღამეს ისრაელმა ათობით ირანული ობიექტი დაბომბა. საჰაერო იერიშებში ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების 40 საბრძოლო თვითმფრინავი მონაწილეობდა.

  საქართველოში აშშ-ის საელჩო მერაბ დვალიშვილს UFC-ს საჩემპიონო ქამრის შენარჩუნებას ულოცავს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი