აშშ-ის ეროვნულმა აეროკოსმოსურმა სააგენტომ გაამხილა როგორი იქნება აპარატ Europa Clipper-ის ბორტზე დამაგრებული ფირფიტა. ინფორმაცია ამის შესახებ NASA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
აპარატი იუპიტერის თანამგზავრისკენ – ევროპისკენ გაემგზავრება. ფირფიტა, რომელსაც ის კოსმოსში წაიღებს არც ისე დიდია – 18×28 სანტიმეტრი. მის გარე მხარეზე ხმოვანი ტალღების გრავირებაა, რომელიც 103 ენაზე სიტყვა „წყლის“ წარმოთქმას გადმოსცემს. ეს მისიის მიზანს უსვამს ხაზს, რომელიც ევროპის ყინულოვანი გარსის ქვეშ ოკეანის აღმოჩენაში მდგომარეობს.
ფირფიტის შიდა ნაწილზე დატანილია ადა ლიმონის ლექსი In Praise of Mystery: A Poem for Europa („საიდუმლოს სადიდებლად: პოემა ევროპისთვის“). აქვეა პლანეტოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, რონალდ გრილის პორტრეტი და დრეიკის განტოლება, რომელიც გამოიყენება არამიწიერი ცივილიზაციების რაოდენობის გამოსათვლელად, რომლებსაც კაცობრიობა შეიძლება შეხვდეს.
ფირფიტაში ასევე დამალულია მიკროჩიპი, რომელზეც 2,6 მილიონი ადამიანის სახელი და გვარია. ისინი NASA-ს საიტზე მსურველებმა კამპანიის „გზავნილი ბოთლში“ ფარგლებში დატოვეს.
Europa Clipper-ის სტარტი 10 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, აპარატი იუპიტერისკენ 2030 წელს ჩააღწევს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ფირფიტა, რომელზეც მილიონობით ადამიანის სახელი კოსმოსში მოხვდება – დიზაინი NASA-მ წარადგინა. 13 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ფირფიტა-რომელზეც-მილიონ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T19:36:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
