ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაცალკეულ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს საქართველოდან გასვლა აეკრძალებათ

ცალკეულ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს საქართველოდან გასვლა აეკრძალებათ

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა და მხარი ერთხმად დაუჭირა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, ცალკეულ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს, ზიანის სრულად ანაზღაურებამდე, ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.

„კანონპროექტის მიღების მიზანია ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის მარეგულირებელი ნორმების კიდევ უფრო მეტად დახვეწა, რათა ეს მექანიზმი დაზარალებულთა კომპენსაციისთვის უფრო მოქნილად და ეფექტიანად გამოიყენებოდეს“, – განაცხადა მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

როგორც მან განმარტა, ცვლილებებით რამდენიმე წინაპირობაა შემოთავაზებული, რომელიც კუმულაციურად უნდა იყოს დამდგარი.

„პირველი პირობის თანახმად, მსჯავრდებული ცნობილი უნდა იყოს დამნაშავედ „სისხლის სამართლის კოდექსის“ კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. მეტწილად საუბარია ისეთ ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულებზე, როგორიც შეიძლება იყოს თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება, გაფლანგვა, ნივთის დაზიანება ან განადგურება, ქონების გადამალვა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გულგრილობა და ა.შ. იმავდროულად, მსჯავრდებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი და ამასთან, დაზარალებული წერილობით არ უნდა აცხადებდეს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე. თუ ეს სამივე წინაპირობა შესრულებულია, ამ შემთხვევაში, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება არა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, არამედ იმპერატიულად, შესაბამისი საკანონმდებლო ჩანაწერის საფუძველზე“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის აღსრულების უზრუნველსაყოფად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ შესაბამის ცნობას მიაწვდის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა საზღვარზე შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდეს და დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამისი ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის გამოყენებით, უზრუნველყოფს და აღასრულებს გადაწყვეტილებას საქართველოდან გასვლის აკრძალვის თაობაზე.

„საქართველოდან გასვლის აკრძალვისგან გათავისუფლებას ორი საფუძველი ექნება – ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურა ან მეორე, როდესაც დაზარალებული თავად განაცხადებს უარს მისთვის კომპენსაციის გადახდაზე“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

  საქსტატი: 2025 წლის მეორე კვარტალში რძისა და ხორცის წარმოება შემცირდა, კვერცხის კი გაიზარდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.