ჩინეთში პირველ სრულად რობოტიზებულ სასტუმროს გახსნიან

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ჩინეთში პირველ სრულად რობოტიზებულ სასტუმროს გახსნიან

ჩინეთში გაიხსნება სასტუმრო, სადაც სტუმრებს მხოლოდ რობოტები მოემსახურებიან. Interesting Engineering-ი წერს, რომ სატესტო ნომრები უკვე წლის ბოლოს ამუშავდება

სასტუმრო West Artificial Island გუანდუნის პროვინციაში, შენჟენ-ჯუნშანის რაიონში, ხელოვნურ კუნძულზე გაიხსნება. მას მართავს კომპანია, რომელიც რესტორნების, მაღაზიებისა და დასუფთავებისთვის განკუთვნილ სერვის-რობოტებს ქმნის.

სასტუმროში რობოტები დაარეგისტრირებენ სტუმრებს, დაალაგებენ ნომრებს, მოამზადებენ საჭმელს და სხვა სამუშაოებს შეასრულებენ. მათ ერთიან სისტემაში ჩართავენ, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ მოწყობილობებმა გაიგონ მეტყველება და ჟესტები და გარემოსთან ადაპტაცია შეძლონ.

სასტუმროს სრულფასოვანი გახსნა 2027 წელს იგეგმება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ჩინეთში პირველ სრულად რობოტიზებულ სასტუმროს გახსნიან. 30 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩინეთში-პირველ-სრულად-რო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi