აზერბაიჯანში 16 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებში რეგისტრაცია აეკრძალებათ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

აზერბაიჯანში 16 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებში რეგისტრაცია აეკრძალებათ. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი კანონი ოფიციალური გამოქვეყნებიდან 12 თვის შემდეგ შევა ძალაში.

შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ასევე კანონებში “ინფორმაციის, ინფორმატიზაციისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ” და “ბავშვთა მავნე ინფორმაციისგან დაცვის შესახებ”, ქვეყნის პარლამენტმა 30 ივნისს, მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.

ახალი რეგულაციით, 16-დან 18 წლამდე მოზარდები სოციალურ ქსელებში ანგარიშის შექმნასა და გამოყენებას მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით შეძლებენ.

მომხმარებლის ასაკის დასადასტურებლად გამოყენებული იქნება საბანკო ბარათი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. საბანკო ბარათიდან მცირე თანხა დროებით ჩამოიჭრება, რომელიც შემდგომ მომხმარებელს უკან დაუბრუნდება.

მომხმარებლის მონაცემების სისწორის გადამოწმების პასუხისმგებლობა სოციალური ქსელების მფლობელებს დაეკისრებათ.
კანონი დამატებით ავალდებულებს უცხოურ სოციალურ პლატფორმებს, აზერბაიჯანში გახსნან ფილიალი ან წარმომადგენლობა და სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციისთვის საკონტაქტო ცენტრი შექმნან.

თუ პლატფორმა შესაბამის მოთხოვნებს ნუსხაში შეტანიდან ექვსი თვის განმავლობაში არ შეასრულებს, მას 400 000 აზერბაიჯანულ მანათამდე (დაახლოებით 235 ათასი აშშ დოლარი) ჯარიმა დაეკისრება. განმეორებითი დარღვევების შემთხვევაში კი ქვეყანაში მისი ინტერნეტ ტრაფიკი ეტაპობრივად შეიზღუდება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). აზერბაიჯანში 16 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებში რეგისტრაცია აეკრძალებათ. 30 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/აზერბაიჯანში-16-წლამდე-მოზ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi